საერთაშორისო კონფერენცია
"მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - დაგეგმარება - მართვა "
კონფერენციის თემატიკა უკავშირდება მდგრადი განვითარების,
ლანდშაფტური გეოგრაფიის და ეკოლოგიის, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და მართვის აქტუალურ საკითხებს.

მიძღვნილი ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ლანდშაფტმცოდნეობაში სივრცე-დროითი ანალიზის და სინთეზის თეორიული კონცეფციის ავტორის, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) „ლანდშაფტური ანალიზის“ კომისიის დამფუძნებელისა და პირველი ხელმძღვანელის (2002-2006), თსუ-ის გეოინფორმატიკის და კარტოგრაფიის კათედრის გამგის (1981-2006),
პროფესორის, ნიკოლოზ ბერუჩაშვილის (1947-2006) 70 წლის იუბილესადმი.
4-6 ოქტომბერი 2017 თბილისი, საქართველო

ნიკო ბერუჩაშვილი ველზე მუშაობისას, სატყეო პროექტი, 2004

ნ. ბერუჩაშვილი. „აჭარის სემაფორული რუკა“. ფრაგმენტი, 2005

სკოლის მოსწავლეები ადგენენ რუკას

ნიკო ბერუჩაშვილი, ანდრეი კუშლინი და სხ. საერთაშორისო კონფერენციაზე „კრიტიკული ტერიტორიები ლანდშაფტში: თეორია, პრაქტიკა“, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, 2004

სტუდენტური პრაქტიკა ლანდშაფტმცოდნეობაში პროფ. ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით. მარტყოფის სტაციონარის მიდამოები, თეთრი კლდე

სტუდენტური პრაქტიკა ლანდშაფტმცოდნეობაში, იალნოს ქედი

აშოტ ხოეციანი, ნიკო ბერუჩაშვილი, ბელაზიოროვი, მ. მუსეიბოვი. თბილისი, 2003

კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი. პირველი გამოცემა ფრანგულ ენაზე, 1996

ნიკო ბერუჩაშვილის მონოგრაფია „კავკასია: ლანდშაფტები, მოდელები, ექსპერიმენტები“, 1995

ნიკო ბერუჩაშვილი ბრაზილიაში, 2005

საერთაშორისო კონფერენციაზე „ მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ტყეები“ არხანგელსკში, 2005

სორბონის რექტორი რ. პიტი, მისი მეუღლე, ჟ. რადვანი, რექტორი რ. ლორთქიპანიძე, პროფ. ნ. ბერუჩაშვილი, პარიზში, სამაგისტრო პროგრამის „გარემოს დინამიკა და რისკები“, 2004

მარტყოფის სტაციონარი.

ნიკო ბერუჩაშვილი, ჟან რადვანი, პიერ ტორეზი. საერთაშორისო კონფერენციაზე დომბაიში, 2004

ხედი იალნოს ქედზე, 2003

კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი. მეოთხე გამოცემა ქართულ ენაზე, 2011

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები მარტყოფის სტაციონარზე, 2004

ფოტოგალერეა

ფრაგმენტი. საპილოტო ტერიტორიები. ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კარკასისათვის, 1999 – 2006 წწ.

კედლიანი ტერასები სამცხეში, 2014

ნიკო ბერუჩაშვილი და მელენტი სანებლიძე, 1970-ანი წლეები

აკად. ანდრეი კაპიცა და ნიკო ბერუჩაშვილი, 1979 წელი

ნ. ბერუჩაშვილი. კავკასიის გის-ის მონაცემთა ბაზის სტრუქტურა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,
საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება.
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) ლანდშაფტური ანალიზისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისია

  Geo Eng
ნ.ლ. ბერუჩაშვილი კონფერენციის თემები ორგკომიტეტი სტატიისა და თეზისების წარდგენა ვადები სპონსორები ღონისძიების ადგილი სასტუმროში განთავსება პროგრამა პუბლიკაციები კონფერენდიციის ICLDS ფოტო ალბომი  
 
ნიკო ბერუჩაშვილის ღვაწლი მეცნიერებაში ლანდშაფტის შესახებ
Вклад Нико Беручашвили в науку о ландшафте Pdf

ნიკო ბერუჩაშვილმა თავისი მოღვაწეობა დაიწყო მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარზე ჩატარებული გამოკვლევებით, სადაც 1971-1976 წლებში მან განახორციელა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) ფუნქციონირებაზე და დინამიკაზე ყოველდღიური დაკვირვებების უნიკალური პროგრამა. დღეღამის განმავლობაში მახასიათებელ ბტკ-ში ფიქსირდებოდა მისი სტრუქტურის და ფუნქციონირების 100-ზე მეტი პარამეტრი. ასეთ ინტენსიურ სტაციონაპულ გამოკვლევებს ანალოგი არ გააჩნდა საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში. მიღებული მონაცემები, რომლებიც ემყარებოდა მზის ენერგიის ტრანსფორმაციის ნაკადების, ტენბრუნვის და ბიოგეოციკლის გაზომვებს, საფუძვლად დაედო მთის ბტკ-ბის ფუნქციონირების მოდელებს. შემდგომში ეს მოდელები აპრობირებული იქნა კავკასიის სხვადასხვა რეგიონში. 1970-იან წლებში მარტყოფის სტაციონარზე ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე მოხერხდა ელემენტარული ბტკ-ის შიდაწლიური მდგომარეობის გამოყოფა და აღწერა, მათ შორის კი სეზონურ რიტმიკასთან, ამინდის პირობებთან და ბტკ-ს განვითარების დინამიკურ ტენდენციებთან დაკავშირებული -„საკვანძო“ დღეღამური მდგომარეობების შესწავლა. ამ მდგომარეობებს ნიკო ბერუჩაშვილმა უწოდა „სტექსები“

მარტყოფში ჩატარებული სტაციონარული დაკვირვებების და კავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ნახევრად სტაციონარული დაკვირვებების მონაცემებმა საშუალება მისცა ნ. ბერუჩაშვილს დაემუშავებინა ლანდშაფტების გეოფიზიკის ორიგინალური კონცეფცია, რის საბაზო ცნებებს წარმოადგენენ გეომასები და გეოჰორიზონტები.

გეომასა ეწოდა ბტკ-ს ელემენტარულ სტრუქტურულ - ფუნქციონალურ ნაწილებს, რომლებიც ხასიათდება გარკვეული მასით, სპეციფიკური ფუნქციონალური დანიშნულებით, და აგრეთვე დროში ცვლილების სიჩქარით და/ან სივრცეში გადაადგილებით.

გეოჰორიზონტი გამოიყოფა, როგორც შედარებით ერთგვაროვანი ფენა, რომელიც ხასიათდება გეომასების სპეციფიური შემადგენლობით და თანაფარდობით.

ნ. ბერუჩაშვილი ელემენტარული ბტკ-ის ვერტიკალურ სტრუქტურას განიხილავს, როგორც გეოჰორიზონტების ერთობრიობას, ურთიერთგანლაგებას და ურთიერთკავშირს. ამავე დროს ზოგიერთი ჰორიზონტი საკმარისად სტაბილურია მთელი წლიური ციკლის განმავლობაში, ზოგიერთი კი (როგორც ზოგიერთი გეომასები) დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული სტექსებისათვის.
ნ. ბერუჩაშვილმა შექმნა ერთიანი არაწინააღმდეგობრივი - ლანდშაფტური სინთეზის კონცეფცია ალგორითმის საფუძველზე: გეომასა - გეოჰორიზონტი - ბტკ-ის ვერტიკალური სტრუქტურა - სტექსი - ბტკ (როგორც სტექსების წყება და თანამიმდევრობა დროში). მეცნიერის მიერ შემოტანილ იქნა ბტკ-ის მდგომარეობის ცნება, როგორც ბტკ-ის სტრუქტურისა და ფუნქციონირების პარამეტრთა განსაზღვრული შეთანაწყობა, დროის გარკვეული მონაკვეთისათვის, რომელშიაც კონკრეტული შემავალი ზემოქმედებები (მზის რადიაცია, ნალექები და ა.შ.) ტრანსფორმირდებიან განსაზღვრულ გამომავალ ფუნქციებად (ნაკადი, ფიტომასის ნამატი და ა.შ.). შემოთავაზებულ იქნა ბტკ-ის მდგომარეობათა ორიგინალური კლასიფიკაცია დროში ხანგრძლოვობის მიხედვით, სადაც გამოყოფილ იქნა ხანმოკლე, საშუალო ხანგრძლივობის და დროში-ხანგრძლივი მდგომარეობები. მეცნიერმა აქვე დასახა ასევე, ელემენტარული ბტკ-ების დღე-ღამურ მდგომარეობათა სინთეზის შესაძლებლობა ლანდშაფტის უფრო მაღალი (მსხვილი) რანგის ერთეულებად. 1982 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში -„გეოსისტემის მდგომარეობის“ ცნების შესახებ გეოგრაფიაში, მკვლევარმა დასახა არა მარტო ბუნებრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური ტერიტორიული კომპლექსების მდგომარეობათა შესწავლის შესაძლებლობები.

ნ. ბერუჩაშვილის მიერ დამუშავებული კონცეფცია (თეორია) „გეომასა - პროცესი“, „ვერტიკალური სტრუქტურა - ბტკ-ის ფუნქციორირება“ და „ვერტიკალური სტრუქტურა - სტექსი“, ფართო ფაქტიური მასალის საფუძველზე ჩატარებული აპრობაციის შემდეგ საფუძვლად დაედო ბტკ-ების დღე-ღამურ მდგომარეობათა გამოყოფისა და შესწავლის მეთოდიკას ექსპედიციური (მარშრუტული) კვლევების მსვლელობის დროს.

კავკასიის სტაციონარული, ნახევრადსტაციონარული, ექსპედიციური და აეროვიზუალური კვლევების ერთ-ერთ ძირითად შედეგად ითვლება კავკასიის ლანდშაფტური რუკა მასშტაბით
1:1 000 000, რომელიც ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით დამუშავებულ და გამოცემულ იქნა თბილისში 1979 წელს. რუკას თან ახლავს ლანდშაფტთა ოთხ დონიანი კლასიფიკაცია-ლეგენდა (კლასი, ტიპი, ქვეტიპი, გვარი). მთელი კავკასიის (წინა კავკასიის, თურქეთის და ირანის მიმდებარე ტერიტორიების ჩათვლით) გამოყოფილ იქნა მთის, მთისწინეთის, და ვაკის ლანდშაფტთა 152 გვარი. ეს რუკა ამჟამადაც რჩება როგორც კავკასიის ლანდშაფტთა ყველაზე დეტალური და სისტემატიზირებული სივრცითი მოდელი.

1980-იან წლებში ნ. ბერუჩაშვილი ამუშავებს ახალ მიმართულებას ლანდშაფტმცოდნეობაში - ლანდშაფტის ეთოლოგიას, სადაც განიხილავს ბტკ-ების ქცევის კანონზომიერებებს, როგორც მათ მდგომარეობათა ცვლას. მეცნიერმა სტექსების ცვლის ასახსნელად გამოიყენა ზოგიერთი მოდელი და მოდგომა, რომლებიც მიღებულია ცხოველთა ეთოლოგიაში - მაგ. წარმოდგენა ბტკ-ის შინაგანი მზაობა შემზადებულობის შესახებ. ამ მიმართულებით დასკვნით მონოგრაფიაში (1989) კავკასიის ლანდშაფტების მაგალითზე, განიხილება ნ. ბერუჩაშვილის მიერ შემოტანილი ცნებები: მდგომარეობათა ცვლის ტრაექტორიები, ეთოციკლი (ტრაექტორიების ერთობლიობა ერთი წლის განმავლობაში), ლანდშაფტურ-ეთოლოგიური სიატუაცია (სტექსების მახასიათებელი წყება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის განსაზღრულ პერიოდში). ამ ცნებათა უმრავლესობა ამჟამადაც გამოიყენება ლანდშაფტმცოდნეობაში.

1980-იანი წლების ბოლოს კავკასიის ლანდშაფტების შესახებ შეგროვილი მონაცემთა ბანკის საფუძველზე, ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით იწყება სამუშაოები საქართველოს გეოინფორმაციული სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის განმავლობაში დამუშავებულ იქნა გამოყენებითი პროგრამების პაკეტები: სტაციონარულ დაკვირვებათა მონაცემების დასამუშავებლად, ჰიდრომეტსამსახურის მონაცემთა საფუძველზე შესწავლილი სტექსების მახასიათებლების გამოთვლებისათვის, სტექსებისა და მათი ცალკეული მახასიათებლების (მაგ. თოვლის საფარის) კომპიუტერული რუკების შესადგენად. 1991 წლიდან კომპიუტერულმა მოდელირებამ მოიცვა მთელი რეგიონი, იქმნებოდა ე.წ. კავკასიის ლანდშაფტების საერთო მოდელი.

კავკასიის ლანდშაფტების მრავალწლიანი კვლევების შედეგს წარმოადგენს ნ. ბერუჩაშვილის მონოგრაფია - „კავკასია: ლანდშაფტები, მოდელები, ექსპერიმენტები“ (1995). წიგნი შეიცავს კავკასიის ლანდშაფტების ძირითადი ტიპების აღწერას, შექმნილი ლანდშაფტური რუკის საფუძველზე, რაოდენობრივ მონაცემებს გეომასების ძირითადი ტიპების შესახებ და ძირითადი ვერტიკალური სტრუქტურების მახასიათებლებზე. მონოგრაფიის მეორე ნაწილში აღწერილია დამუშავებული კავკასიის ლანდშაფტების გეოგრაფიული ინფორმაციულ - ევრისტიკული სისტემა და მისი საშუალებით გადაწყვეტადი ამოცანების მაგალითები (გეომასებისა და ფუნქციონირების პარამეტრთა გამოთვლა, ჰიდრომეტსამსახურის მონაცემთა სივრცე-დროითი ინტერპოლაცია და სხვა). მოყვანილია კომპიუტერული ექსპერიმენტების მიმოხილვა და ანალიზი (მაგ. ლანდშაფტების ცვლილებას მოდელირება ჰაერის ტემპერატურის და ნალექების, გამყინვარების და გატყიანების პარამეტრთა ცვლილების დროს).

2000-იანი წლების დასაწყისში ნ. ბერუჩაშვილის მიერ ჩატარებულმა ლანდშაფტურ-დინამიკურმა კვლევებმა პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა მდგრადი ტყეთსარგებლობის დაგეგმარების სამუშაოებში, რომელიც საქართველოში ადგილი ჰქონდა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მეცნიერმა და მისმა კოლეგებმა დაამუშავეს და წარმატებით დანერგეს მთის ტყეების ინვენტარიზაციის მეთოდიკა და ტექნოლოგია ტერიტორიის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კარკასის ბაზაზე, რუკების შექმნის მეთოდები - ლანდშაფტების მდგრადობის / მოწყვლადობის („სემაფორული რუკები“) და ლანდშაფტური მრავალფეროვნების („მწვანე რუკები“), რომლებიც გამოიყენება ტყეთმოწყობის დაგეგმარების დროს.

ვაჯამებთ რა ნ. ბერუჩაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგებს, შეიძლება გამოვყოთ მისი მთავარი ღერძი. მეცნიერმა შეძლო მიეპყრო გეოგრაფთა და პირველ რიგში ლანდშაფტმცოდნეთა ყურადღება ლანდშაფტის „მეოთხე განზომილებისათვის“ - დროისათვის, ამასთანავე მის ყველაზე დინამიკურ გამოვლინებაში - ლანდშაფტთა დღე-ღამურ მდგომარეობებში. კავკასია კი თავისი სივრცე-დროითი კონტრასტებით, ისე როგორც მსოფლიოს არცერთი სხვა რეგიონი აღმოჩნდა სრულიად მისადაგებული ამ ამოცანის გადაჭრისათვის.

შეადგინა დოქტორმა გრეგორი ისაჩენკომ

ნიკო ბერუჩაშვილის მნიშვნელოვანი ნაშრომების ბიბლიოგრაფია

კავკასიის ლანდშაფტური რუკა. მასშტაბი 1:1000 000. თბილისი: გამომც-ბა თსუ, 1979, 2 სრული ფურცელი.

ბერუჩაშვილი ნ. ლ. კავკასიის ლანდშაფტირი რუკის განმარტებითი ბარათი. თბილისი: გამომც-ბა თბილ. უნ-ტი, 1980.

ბერუჩაშვილი ნ.ლ. ცნება "გეოსისტემის მდგომარეობა" გეოგრაფიაში. //კრებ. „აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შესწავლის საკითხები. თბილისი: გამომც-ბა თბილ. უნ-ტი, 1982. გვ. 10-21.

ბერუჩაშვილი ნ.ლ. ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების მდგომარეობათა კლასიფიკაციის საკითხები. გეოგრაფიის საკითხები. გამოშვ. 121. მ.: გამომც-ბა „მისლი“, 1982. გვ. 73-80.

ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევისა და მდგომარეობათა კარტოგრაფირების მეთოდიკა/ შედგ. ნ. ბერუჩაშვილის მიერ. თბილისი: გამომც-ბა თბილ. უნ-ტი. 1983.

ბერუჩაშვილი ნ.ლ. ლანდშაფტის ოთხი განზომილება. მ.: გამომც-ბა „მისლი“, 1986.

ბერუჩაშვილი ნ. ლ. ლანდშაფტის ეთოლოგია და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობათა კარტოგრაფირება. თბილისი: გამომც-ბა თბილ. უნ-ტი. 1989.

ბერუჩაშვილი ნ. ლ. ლანდშაფტის გეიფიზიკა. მ.: გამომც-ბა „ვისშაია შკოლა“. 1990.

გ. რუჟერი & ნ. ბერუჩაშვილი. გეოსისტემები და პეიზაჟები: შედეგები და მეთოდები. პარიზი, გამომც-ბა „არმანდ კოლინი“. 1991.

ბერუჩაშვილი ნ.ლ. კავკასია: ლანდშაფტები, მოდელები, ექსპერიმენტები. თბილისი, 1995.

ბერუჩაშვილი ნ., შოთაძე მ., ნიკოლაიშვილი დ., მელიქიძე ვ. და სხვ. კავკასიის გარემოს განვითარების ძირითადი ტრენდები ბოლო 30 წლის განმავლობაში // „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი“, თბ. გამომც. „უნივერსალი“, 2002, #1. გვ. 16-27.

ბერუჩაშვილი ნ.ლ,, გორდეზიანი თ., ჯამასპაშვილი ნ., მაღლაკელიძე რ., ნიკოლაიშვილი დ. კრიტიკული ტერიტორიები ლანდშაფტში (ლანდშაფტური კვლევების ცდა საქართველოში) //რუსეთის გეოგრ. საზოგადოების მაცნე. 2007. ტ. 139, გამოშვ. 1. გვ. 22-30.