საერთაშორისო კონფერენცია
"მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - დაგეგმარება - მართვა "
კონფერენციის თემატიკა უკავშირდება მდგრადი განვითარების,
ლანდშაფტური გეოგრაფიის და ეკოლოგიის, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და მართვის აქტუალურ საკითხებს.

მიძღვნილი ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ლანდშაფტმცოდნეობაში სივრცე-დროითი ანალიზის და სინთეზის თეორიული კონცეფციის ავტორის, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) „ლანდშაფტური ანალიზის“ კომისიის დამფუძნებელისა და პირველი ხელმძღვანელის (2002-2006), თსუ-ის გეოინფორმატიკის და კარტოგრაფიის კათედრის გამგის (1981-2006),
პროფესორის, ნიკოლოზ ბერუჩაშვილის (1947-2006) 70 წლის იუბილესადმი.
4-6 ოქტომბერი 2017 თბილისი, საქართველო

ნიკო ბერუჩაშვილი ველზე მუშაობისას, სატყეო პროექტი, 2004

ნ. ბერუჩაშვილი. „აჭარის სემაფორული რუკა“. ფრაგმენტი, 2005

სკოლის მოსწავლეები ადგენენ რუკას

ნიკო ბერუჩაშვილი, ანდრეი კუშლინი და სხ. საერთაშორისო კონფერენციაზე „კრიტიკული ტერიტორიები ლანდშაფტში: თეორია, პრაქტიკა“, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, 2004

სტუდენტური პრაქტიკა ლანდშაფტმცოდნეობაში პროფ. ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით. მარტყოფის სტაციონარის მიდამოები, თეთრი კლდე

სტუდენტური პრაქტიკა ლანდშაფტმცოდნეობაში, იალნოს ქედი

აშოტ ხოეციანი, ნიკო ბერუჩაშვილი, ბელაზიოროვი, მ. მუსეიბოვი. თბილისი, 2003

კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი. პირველი გამოცემა ფრანგულ ენაზე, 1996

ნიკო ბერუჩაშვილის მონოგრაფია „კავკასია: ლანდშაფტები, მოდელები, ექსპერიმენტები“, 1995

ნიკო ბერუჩაშვილი ბრაზილიაში, 2005

საერთაშორისო კონფერენციაზე „ მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ტყეები“ არხანგელსკში, 2005

სორბონის რექტორი რ. პიტი, მისი მეუღლე, ჟ. რადვანი, რექტორი რ. ლორთქიპანიძე, პროფ. ნ. ბერუჩაშვილი, პარიზში, სამაგისტრო პროგრამის „გარემოს დინამიკა და რისკები“, 2004

მარტყოფის სტაციონარი.

ნიკო ბერუჩაშვილი, ჟან რადვანი, პიერ ტორეზი. საერთაშორისო კონფერენციაზე დომბაიში, 2004

ხედი იალნოს ქედზე, 2003

კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი. მეოთხე გამოცემა ქართულ ენაზე, 2011

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები მარტყოფის სტაციონარზე, 2004

ფოტოგალერეა

ფრაგმენტი. საპილოტო ტერიტორიები. ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კარკასისათვის, 1999 – 2006 წწ.

კედლიანი ტერასები სამცხეში, 2014

ნიკო ბერუჩაშვილი და მელენტი სანებლიძე, 1970-ანი წლეები

აკად. ანდრეი კაპიცა და ნიკო ბერუჩაშვილი, 1979 წელი

ნ. ბერუჩაშვილი. კავკასიის გის-ის მონაცემთა ბაზის სტრუქტურა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,
საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება.
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) ლანდშაფტური ანალიზისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისია

  Geo Eng
ნ.ლ. ბერუჩაშვილი კონფერენციის თემები ორგკომიტეტი სტატიისა და თეზისების წარდგენა ვადები სპონსორები ღონისძიების ადგილი სასტუმროში განთავსება პროგრამა პუბლიკაციები კონფერენდიციის ICLDS ფოტო ალბომი  
 



ნიკო ბერუჩაშვილის ბიოგრაფია

მსოფლიოში ცნობილი, გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი და კარტოგრაფი, ლანდშაფტმცოდნეობაში სივრცე-დროითი ანალიზის და სინთეზის თეორიული კონცეფციის ავტორი, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) „ლანდშაფტური ანალიზის“ კომისიის დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი (2002-2006), საქართველოში გეოინფორმატიკის დამფუძნებელი, თსუ-ის კარტოგრაფიის და გეოინფორმატიკის კათედრის გამგე (1982 - 2006), პროფესორი ნიკოლოზ ბერუჩაშვილი დაიბადა 1947 წელს, თბილისში.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, ნიკო ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით მან წარჩინებით დაამთავრა 1970 წელს.
1971 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სტრუქტურისა და ფუნქციონირების ზოგიერთი საკითხი (იალნოს ქედის მაგალითზე)“
1968 წ. ნიკოლოზ ბერუჩაშვილი უკვე მუშაობდა თსუ, მარტყოფის სტაციონარზე, 1970 თსუ-ს ასისტენტი, ხოლო 1974 წელს, დოცენტი.
1975-76 წ.წ. ნიკოლოზ ბერუჩაშვილი გაიარა სპეციალური კურსი - პარიზის უნივერსიტეტი VII, საფრანგეთი.

1981 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - “ბუნებრივ ტერიტორიული კომპლეკსების სივრცე დროითი ანალიზი და სინტეზი (კავკასიის მაგალიტზე)“.
1982 წლიდან ნიკოლოზ ბერუჩაშვილი თსუ-ს კარტოგრაფია-გეოდეზიის, მოგვიანებით, 1991 წ.- კარტოგრაფიის და გეოინფორმატიკის კათედრის გამგეა. 1983 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.
1987 წ. გეოინფორმატიკის დამფუძნებელი თსუ-ში.
1985-1991, 2001-2004 სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე.
იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართველ გეოგრაფთა ეროვნულ კომიტეტს (1994 – 2006), მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტატიონარს (1968 – 1982, როგორც სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხოლო 1982 – 2006 სტაციონარის გამგე), აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობების შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას (1979-2006), იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1995-2006), „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2001-2006) და სხვ. მას აქვს მთავრობის ჯილდოები: ღირსების ორდენი, 2000 (№ 03000), ღირსების ორდენი, 2003 (№ 03473). წლების მანძილზე იყო სოროსის პროფესორი (1995-2000).
პროფესორი ნიკოლოზ ბერუჩაშვილი კითხულობდა ლექციებს თბილისის, პარიზის, ტულუზის, გრენობლის, ვარშავის, სოფიის, ბრნოს, ბერლინის, რიო-დე-ჟანეიროს, მოსკოვის, კიევის და სხვა უამრავ უნივერსიტეტებში.
მას გამოქვეყნებული აქვს 238 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 28 მონოგრაფია და სახელმძღვანელოა (მათ შორის 3 პარიზში, 3 მოსკოვში).
მისი ხელმძღვანელობით დაცულია 25 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. პროფ. ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ასპირანტებს შორის მსოფლიოს 10 ქვეყნის წარმომადგენელია.
როგორც გეოგრაფი ეწვია და მუშაობდა 60 სხვადასხვა ქვეყანაში.


ექსპედიციაში