საერთაშორისო კონფერენცია
"მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - დაგეგმარება - მართვა "
კონფერენციის თემატიკა უკავშირდება მდგრადი განვითარების,
ლანდშაფტური გეოგრაფიის და ეკოლოგიის, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და მართვის აქტუალურ საკითხებს.

მიძღვნილი ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ლანდშაფტმცოდნეობაში სივრცე-დროითი ანალიზის და სინთეზის თეორიული კონცეფციის ავტორის, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) „ლანდშაფტური ანალიზის“ კომისიის დამფუძნებელისა და პირველი ხელმძღვანელის (2002-2006), თსუ-ის გეოინფორმატიკის და კარტოგრაფიის კათედრის გამგის (1981-2006),
პროფესორის, ნიკოლოზ ბერუჩაშვილის (1947-2006) 70 წლის იუბილესადმი.
4-6 ოქტომბერი 2017 თბილისი, საქართველო

ნიკო ბერუჩაშვილი ველზე მუშაობისას, სატყეო პროექტი, 2004

ნ. ბერუჩაშვილი. „აჭარის სემაფორული რუკა“. ფრაგმენტი, 2005

სკოლის მოსწავლეები ადგენენ რუკას

ნიკო ბერუჩაშვილი, ანდრეი კუშლინი და სხ. საერთაშორისო კონფერენციაზე „კრიტიკული ტერიტორიები ლანდშაფტში: თეორია, პრაქტიკა“, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, 2004

სტუდენტური პრაქტიკა ლანდშაფტმცოდნეობაში პროფ. ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით. მარტყოფის სტაციონარის მიდამოები, თეთრი კლდე

სტუდენტური პრაქტიკა ლანდშაფტმცოდნეობაში, იალნოს ქედი

აშოტ ხოეციანი, ნიკო ბერუჩაშვილი, ბელაზიოროვი, მ. მუსეიბოვი. თბილისი, 2003

კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი. პირველი გამოცემა ფრანგულ ენაზე, 1996

ნიკო ბერუჩაშვილის მონოგრაფია „კავკასია: ლანდშაფტები, მოდელები, ექსპერიმენტები“, 1995

ნიკო ბერუჩაშვილი ბრაზილიაში, 2005

საერთაშორისო კონფერენციაზე „ მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ტყეები“ არხანგელსკში, 2005

სორბონის რექტორი რ. პიტი, მისი მეუღლე, ჟ. რადვანი, რექტორი რ. ლორთქიპანიძე, პროფ. ნ. ბერუჩაშვილი, პარიზში, სამაგისტრო პროგრამის „გარემოს დინამიკა და რისკები“, 2004

მარტყოფის სტაციონარი.

ნიკო ბერუჩაშვილი, ჟან რადვანი, პიერ ტორეზი. საერთაშორისო კონფერენციაზე დომბაიში, 2004

ხედი იალნოს ქედზე, 2003

კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი. მეოთხე გამოცემა ქართულ ენაზე, 2011

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები მარტყოფის სტაციონარზე, 2004

ფოტოგალერეა

ფრაგმენტი. საპილოტო ტერიტორიები. ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კარკასისათვის, 1999 – 2006 წწ.

კედლიანი ტერასები სამცხეში, 2014

ნიკო ბერუჩაშვილი და მელენტი სანებლიძე, 1970-ანი წლეები

აკად. ანდრეი კაპიცა და ნიკო ბერუჩაშვილი, 1979 წელი

ნ. ბერუჩაშვილი. კავკასიის გის-ის მონაცემთა ბაზის სტრუქტურა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,
საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება.
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) ლანდშაფტური ანალიზისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისია

  Geo Eng
ნ.ლ. ბერუჩაშვილი კონფერენციის თემები ორგკომიტეტი სტატიისა და თეზისების წარდგენა ვადები სპონსორები ღონისძიების ადგილი სასტუმროში განთავსება პროგრამა პუბლიკაციები კონფერენდიციის ICLDS ფოტო ალბომი  
 
მოგესალმებით
ძვირფასო კოლეგებო,
IC LDS-2017-ის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, გულითადად გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - დაგეგმარება - მართვა” (“Landscape Dimensions of Sustainable Development: Science – Planning – Governance”), მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2017 წლის 4 - 6 ოქტომბერს (თბილისი).

საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ლანდშაფტმცოდნეობაში სივრცე-დროითი ანალიზის და სინთეზის თეორიული კონცეფციის ავტორის, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) „ლანდშაფტური ანალიზის“ კომისიის დამფუძნებელისა და პირველი ხელმძღვანელის (2002-2006), თსუ-ის გეოინფორმატიკის და კარტოგრაფიის კათედრის გამგის (1981-2006), პროფესორის, ნიკოლოზ ბერუჩაშვილის (1947-2006) 70 წლის იუბილესადმი

კონფერენციას მასპინძლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება .

კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, ქართული, რუსული.
კონფერენციის მასალები: IC LDS-2017-ის საერთაშორისო სამეცნიერო მრჩეველთა კომიტეტის მიერ მიღებული მოხსენებები ((ქართულენოვანი, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი სტატიები) დაიბეჭდება: Proceedings ICLDS-2017.

შერჩეული ნაშრომებისათვის შეთავაზებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სპეციალური გამოშვება (ფასიანია).

რეგისტრაციისა და აბსტრაქტის წარდგენა ღიაა.
 რეგისტრაციისა და აბსტრაქტის წარდგენა უფასო !!!

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონფერენციის
ელ-ფოსტაზე: iclds@tsu.ge

სიამოვნებით ველით შესაძლებლობას მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ 2017 წლის ოქტომბერში.

საუკეთესო სურვილებით,
პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი

ICLDS-2017-ის თავმჯდომარე,

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU) ლანდშაფტური ანალიზისა
და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელი,

საორგანიზაციო კომიტეტის სახელით